სიახლე

ალასკაში ჩარტერული თვითმფრინავი ჩამოვარდა, რის შედეგადაც 8 ადამიანი დაიღუპა

GuriaNews

CNN-ის ინფორმაციით, დასავლეთ ალასკაში, დისტანციური რადარის სადგურთან ახლოს ჩარტერული თვითმფრინავი ჩამოვარდა, რის შედეგადაც ბორტზე მყოფი 8 ადამიანი დაიღუპა. წინასწარი ინფორმაციის თანახმად, Cessna 441-ის ტიპის თვითმფრინავი ანკორიჯიდან სამხრეთ-დასავლეთით დაახლოებით 450 მილის დაშორებით მდებარე კეიპ ნიუენჰემისკენ მიემართებოდა, როდესაც დანიშნულების ადგილთან ახლოს ჩამოვარდა. Associated Press-ის ცნობით, სატრანსპორტო უსაფრთხოების ეროვნული საბჭოს ალასკის რეგიონის ხელმძღვანელმა, კლინტ ჯონსონმა, განაცხადა, რომ ჩარტერული […] The post ალასკაში ჩარტერული თვითმფრინავი ჩამოვარდა, რის შედეგადაც 8 ადამიანი დაიღუპა appeared first on გურია ნიუსი.

პირველწყარო →

CNN-ის ინფორმაციით,  დასავლეთ ალასკაში, დისტანციური რადარის სადგურთან ახლოს ჩარტერული თვითმფრინავი ჩამოვარდა, რის შედეგადაც ბორტზე მყოფი 8 ადამიანი დაიღუპა.

წინასწარი ინფორმაციის თანახმად, Cessna 441-ის ტიპის თვითმფრინავი ანკორიჯიდან სამხრეთ-დასავლეთით დაახლოებით 450 მილის დაშორებით მდებარე კეიპ ნიუენჰემისკენ მიემართებოდა, როდესაც დანიშნულების ადგილთან ახლოს ჩამოვარდა.

Associated Press-ის ცნობით, სატრანსპორტო უსაფრთხოების ეროვნული საბჭოს ალასკის რეგიონის ხელმძღვანელმა, კლინტ ჯონსონმა, განაცხადა, რომ ჩარტერული რეისის ბორტზე ორი პილოტი და ექვსი მგზავრი იმყოფებოდა.

კატასტროფის მიზეზი ჯერ არ არის ცნობილი.

გამოძიებას ფედერალური საავიაციო ადმინისტრაცია და სატრანსპორტო უსაფრთხოების ეროვნული საბჭო (NTSB) ჩაატარებენ.

The post ალასკაში ჩარტერული თვითმფრინავი ჩამოვარდა, რის შედეგადაც 8 ადამიანი დაიღუპა appeared first on გურია ნიუსი.


მსგავსი