სიახლე

ზელენსკიმ პერმის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე იერიში დაადასტურა

მედიაცენტრი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინული ძალები „შორ მანძილზე მოქმედი სანქციების“ მეშვეობით აგრძელებენ ომის შედეგების რუსეთის ტერიტორიაზე დაბრუნებას. მან დაადასტურა გასულ ღამეს განხორციელებული დარტყმები პერმის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასა (საზღვრიდან 1 600 კმ) და ვოლგოგრადის ოლქში მდებარე „მარინოვკას“ სამხედრო-საჰაერო ბაზაზე. ზელენსკის თქმით, ასევე დადასტურდა წინა იერიშების შედეგებიც: ფრონტის ხაზიდან 600 კმ-ში, ახტუბინსკის ბაზაზე დაზიანდა რუსული „სუ-34“ ტიპის გამანადგურებელი, ხოლო პრიმორსკო-ახტარსკში დარტყმა განხორციელდა ობიექტზე, რომელსაც მოწინააღმდეგე დრონების შესანახად, მოსამზადებლად და გასაშვებად იყენებდა. The post ზელენსკიმ პერმის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე იერიში დაადასტურა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი