10 სექტემბრისთვის რუსთაველის გამზირის გარკვეულ მონაკვეთზე მოძრაობის აღდგენა იგეგმება
თბილისი მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ რუსთაველის გამზირზე მიმდინარეობს მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელსაც გადაადგილების თვალსაზრისით სერიოზული დისკომფორტიც ახლავს თან. როგორც მერმა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში თქვა, მინიციპალიტეტი რუსთაველის გამზირზე მხოლოდ ასფალტის საფარის შცვლით არ შემოიფარგლება, სრულად განახლდება ათწლეულების მანძილზე ხელუხლებელი ამორტიზებული მიწისქვეშა კომუნიკაციები და ინფრასტრუქტურა. მისივე თქმით, სექტემბერი გადაადგილების თვალსაზრისით კიდევ უფრო რთული იქნება, რადგან მოსახლეობა ქალაქში ბრუნდება და სასწავლო პროცესი იწყება. კახა კალაძის ინფორმაციით, სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები ნოემბრის ბოლოს დასრულდება. „ვგეგმავთ, რომ 10 სექტემბრისთვის საავტომობილო მოძრაობა აღვადგინოთ ჭოველიძის ქუჩის კვეთიდან ე.წ. ელბაქიძის დაღმართამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში, სადაც ამ დროისთვის… The post 10 სექტემბრისთვის რუსთაველის გამზირის გარკვეულ მონაკვეთზე მოძრაობის აღდგენა იგეგმება appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →