სიახლე

რუსეთმა ოდესის ოლქში მოლდოვის საზღვართან მდებარე გამშვები პუნქტი დაბომბა

მედიაცენტრი

რუსულმა ძალებმა „შაჰედის“ ტიპის დრონებით ოდესის რეგიონში, მოლდოვის საზღვართან მდებარე „ტაბაკის“ საერთაშორისო საკონტროლო-გამშვები პუნქტის ინფრასტრუქტურაზე იერიში მიიტანეს. თავდასხმის გამო ობიექტზე მოძრაობა სრულად გადაკეტილია. უკრაინული მედიის ცნობით, იერიშის შედეგად დაზიანდა სასაზღვრო პუნქტის შენობები და ნაგებობები. გაჩენილი ხანძარი უკრაინის სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლებმა უკვე ჩააქრეს, თუმცა ამ ეტაპზე პუნქტზე არც ავტომობილების და არც ქვეითების გადაადგილება არ ხორციელდება. მოლდოვის მხარე შექმნილი სიტუაციის შესახებ ინფორმირებულია. მგზავრებს მოუწოდებენ, საზღვრის გადაკვეთისას აღნიშნული შეზღუდვა გაითვალისწინონ – ავტოსატრანსპორტო საშუალებები ალტერნატიულ გამშვებ პუნქტებზე გადამისამართდებიან. The post რუსეთმა ოდესის ოლქში მოლდოვის საზღვართან მდებარე გამშვები პუნქტი დაბომბა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი