სიახლე

სერბეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ოქტომბერში გაიმართება

მედიაცენტრი

სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდარ ვუჩიჩმა განაცხადა, რომ ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარე წლის 18 ან 25 ოქტომბერს ჩატარდება. ზუსტ თარიღს ხელისუფლება უახლოეს დღეებში გამოაცხადებს. ვუჩიჩის თქმით, არჩევნებზე მმართველი „სერბეთის პროგრესული პარტიის“ საარჩევნო სიას ყველა სხვა პოლიტიკური ძალა დაუპირისპირდება. თუმცა, პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია, როდის გადადგება თანამდებობიდან, რათა შესაძლებელი გახდეს ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებაც. სერბეთში საპარლამენტო არჩევნები თავდაპირველად 2027 წლის დეკემბერში იყო დაგეგმილი. ვადამდელი არჩევნების დანიშვნა ქვეყანაში მიმდინარე მასშტაბურ ანტიკორუფციულ საპროტესტო აქციებს მოჰყვა, რომლებიც 2024 წლის ნოემბერში, ნოვი-სადის რკინიგზის სადგურზე 16 ადამიანის დაღუპვის შემდეგ დაიწყო. The post სერბეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ოქტომბერში გაიმართება appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი