სიახლე

რუსეთმა კრივი რიჰში სავაჭრო ცენტრი დაბომბა

მედიაცენტრი

უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისის ინფორმაციით, ადგილობრივი დროით დაახლოებით 16:30 საათზე, რუსეთმა ორი დრონით დაარტყა სავაჭრო ცენტრს კრივი რიჰში. დნეპროპეტროვსკის ოლქის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარის, ალექსანდრ განჟას განცხადებით, დარტყმის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 91 დაშავდა. მისი თქმით, დაშავებულთაგან 21 მძიმე მდგომარეობაში იმყოფება, მათ შორის ერთი ბავშვი. „რუსებმა კრივი რიჰის ჩვეულებრივ სავაჭრო ცენტრზე აბსოლუტურად ცინიკური და საზიზღარი დარტყმა მიიტანეს. თავდასხმითი დრონები ორ ტალღად მოქმედებდნენ: პირველი დარტყმიდან და ხანძრიდან ნახევარი საათის შემდეგ, მეორე დარტყმა იყო სამაშველო სამსახურებზე. მსგავსი დარტყმები უბრალოდ ტერორისტული თავდასხმებია. და მსოფლიომ მათ შესაბამისად უნდა უპასუხოს – აგრესორზე რეალური ზეწოლით“, –… The post რუსეთმა კრივი რიჰში სავაჭრო ცენტრი დაბომბა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი