სიახლე

მამაკაცმა 3 ნათესავი დაჭრა

MegaTV

მარნეულში, ალგეთის ტერიტორიაზე კაცმა 3 ნათესავი დაჭრა. Aktual.ge-ის ინფორმაციით, შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც მამაკაცის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაყვანას ცდილობდნენ. დაშავებულები მარნეულის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს. სამივე მათგანის მდგომარეობა სტაბილურია და ისინი ბინაზე უკვე გაწერეს. კაცი, რომელმაც ნათესავებს დაზიანებები მიაყენა, დაკავებულია. როგორც შსს-ში აცხადებენ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 120-ე მუხლით დაიწყო, რაც სხეულის მსუბუქად დაზიანებას გულისხმობს.

პირველწყარო →

მარნეულში, ალგეთის ტერიტორიაზე კაცმა 3 ნათესავი დაჭრა. Aktual.ge-ის ინფორმაციით, შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც მამაკაცის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაყვანას ცდილობდნენ.

დაშავებულები მარნეულის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს. სამივე მათგანის მდგომარეობა სტაბილურია და ისინი ბინაზე უკვე გაწერეს.

კაცი, რომელმაც ნათესავებს დაზიანებები მიაყენა, დაკავებულია.

როგორც შსს-ში აცხადებენ  მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 120-ე მუხლით დაიწყო, რაც სხეულის მსუბუქად დაზიანებას გულისხმობს.


მსგავსი