„მსგავსი ფაქტების აღსაკვეთად ყველა შესაძლებლობას გამოვიყენებთ“ – საპატრიარქოს განცხადება
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური, არასრულწლოვანთა აზარტულ თამაშებში ჩართვის ფაქტების შესახებ, საგანგებო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: „ბოლო პერიოდში საქართველოს სხვადასხვა ქალაქში არაერთი შემთხვევა გამოვლინდა, როდესაც საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში აზარტული თამაშების შემცველ ღონისძიებებში არასრულწლოვანებიც ერთვებიან. ერთ-ერთი ასეთი ფაქტი ტოტალიზატორმა „ბეტლაივმა“ გამართა ქალაქ ზესტაფონში. რასაც, ვფიქრობთ, შესაბამისი უწყებების მხრიდან სათანადო რეაგირება უნდა მოჰყვეს. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, რომ აქტივობები ფართო აუდიტორიის წინაშე იმართება და მათში მონაწილეობის შესაძლებლობა ბავშვებსაც ეძლევათ. განსაკუთრებული შეშფოთების საფუძველს ქმნის ის გარემოება, რომ მოზარდების აზარტულ თამაშებში, თუნდაც გართობის ფორმით ჩართვამ შესაძლოა ხელი შეუწყოს მათში გემბლინგისადმი ინტერესისა და… The post „მსგავსი ფაქტების აღსაკვეთად ყველა შესაძლებლობას გამოვიყენებთ“ – საპატრიარქოს განცხადება appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVAR…
პირველწყარო →