სიახლე
ავღანეთში დარტყმების შედეგად „თალიბანის“ 274 მებრძოლი დაიღუპა
მედიაცენტრი
ავღანეთში დარტყმების შედეგად „თალიბანის“ 274 მებრძოლი დაიღუპა – განაცხადა პაკისტანის შეიარაღებული ძალების პრესსპიკერმა, აჰმედ შარიფ ჩოუდრიმ. „პაკისტანის საჰაერო ძალების მიერ ქაბულის, ყანდაარისა და ფაქტიის პროვინციებში განხორციელებული კოორდინირებული დარტყმების შედეგად „თალიბანის“ რეჟიმის 274 მებრძოლი და ტერორისტი დაიღუპა, ხოლო 400-მდე დაშავდა“, – განაცხადა პაკისტანის შეიარაღებული ძალების პრესსპიკერმა. მისი თქმით, შეტაკებების შედეგად 12 პაკისტანელი ჯარისკაცი დაიღუპა. გუშინ ღამით პაკისტანმა ავღანეთის წინააღმდეგ საჰაერო დარტყმები განახორციელა, მას შემდეგ, რაც მეზობელი ქვეყნების სასაზღვრო ძალებს შორის შეტაკებები მოხდა. The post ავღანეთში დარტყმების შედეგად „თალიბანის“ 274 მებრძოლი დაიღუპა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის.
გახსენი პირველწყარო.