ჯგუფური ყაჩაღობისა და ჯანმრთელობის დაზიანების ბრალდებით ორი ადამიანი დაკავდა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობისა და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ორი ადამიანი დააკავეს, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანია. ,,გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა თბილისში მძიმე ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს მოქალაქეს, უკანონოდ დაეუფლნენ მის პირად ნივთებს და თანხას, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ”- ნათქვამია შსს-ს განცხადებაში. უწყების ცნობით, დაშავებულს სამედიცინო დახმარება კლინიკაში გაეწია. სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირები ბრალდებულის სახით დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 179-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. The post ჯგუფური ყაჩაღობისა და ჯანმრთელობის დაზიანების ბრალდებით ორი ადამიანი დაკავდა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →