კიევს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ენდი ბერნემი ეწვია
უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს კიევს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ენდი ბერნემი ეწვია. ეს მისი პირველი საერთაშორისო ვიზიტია თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ. „დიდი ბრიტანეთი დღეს თქვენს გვერდით დგას და თქვენს გვერდით იქნება მანამ, სანამ ეს საჭირო იქნება“, – მიმართა ბერნემმა უკრაინელ ხალხს. ბრიტანეთის პრემიერმა სხვა პარტნიორი ქვეყნების ლიდერებთან ერთად პატივი მიაგო ომში დაღუპული უკრაინელი სამხედროების ხსოვნას. დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით კიევში ასევე ჩავიდნენ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოშტა, ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრი ლუკ ფრიდენი, აგრეთვე მოლდოვისა და ესტონეთის პრეზიდენტები – მაია სანდუ და ალარ კარისი. უცხოელ ლიდერებს დედაქალაქის რკინიგზის სადგურზე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა დახვდა. The post კიევს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ენდი ბერნემი ეწვია appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →