სიახლე

,,ვულოცავ უკრაინასა და უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავს” – ყაველაშვილი

მედიაცენტრი

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი უკრაინას და უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. „ვულოცავ უკრაინასა და უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავს! დამოუკიდებლობა ერის თავისუფალი არჩევანის, სახელმწიფოებრივი ღირსებისა და საკუთარი მომავლის განსაზღვრის უზენაესი გამოხატულებაა. საქართველომ, რომლის ისტორიაც თავისუფლებისთვის უწყვეტ ბრძოლას წარმოადგენს, კარგად იცის სუვერენიტეტის ჭეშმარიტი ფასი. ამ განსაკუთრებულ დღეს, უკრაინელ ხალხს ვუსურვებ მშვიდობას, სიმტკიცესა და ღირსეულ მომავალს“,- აღნიშნულია მიხეილ ყაველაშვილის განცხადებაში. The post ,,ვულოცავ უკრაინასა და უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავს” – ყაველაშვილი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი