,,დიდი ბრიტანეთი ამ ომში კიევის რეჟიმის მხარეს არის ჩართული” – პესკოვი
კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა უარყოფითად შეაფასა დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილება, გადასცეს უკრაინას საიდუმლო ინფორმაცია SCALP-ის ტიპის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების ბრიტანული კომპონენტების შესახებ. პესკოვმა ლონდონი კონფლიქტის გაღრმავებასა და სამშვიდობო პროცესის შეფერხებაში დაადანაშაულა. „დიდი ბრიტანეთი ამ ომში კიევის რეჟიმის მხარეს არის ჩართული. ბრიტანეთი სისტემატურად და რეგულარულად ასხამს ცეცხლზე ნავთს და ასევე სისტემატურად და რეგულარულად აწყობს სქემებს, რათა სამშვიდობო მოგვარების პროცესში უმცირესი წინსვლაც კი აღკვეთოს“, – განაცხადა პესკოვმა. კრემლის წარმომადგენლის თქმით, რუსეთის სამხედრო ძალები უკვე აგროვებენ ინფორმაციას უკრაინაში სარაკეტო წარმოების ობიექტების ადგილმდებარეობის დასადგენად და მათ გასანადგურებლად. The post ,,დიდი ბრიტანეთი ამ ომში კიევის რეჟიმის მხარეს არის ჩართული” – პესკოვი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →