,,სასკოლო ფორმის ჩაცმაზე მშობლის უარის შემთხვევაში, მასთან გასაუბრება იწარმოებს” – მინისტრი
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გივი მიქანაძის განცხადებით, მომდევნო ორი კვირის განმავლობაში სკოლების შინაგანაწესში შევა ცვლილება, რომლითაც სასკოლო ფორმების ტარება სავალდებულო გახდება. მინისტრის განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ მშობელი უარს იტყვის შვილისთვის ფორმის ჩაცმაზე, თითოეული შემთხვევა ინდივიდუალურად განხილება. გათვალისწინებულია საგამონაკლისო კომპონენტი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, რა დროსაც მოსწავლეს გარკვეული, დრესკოდი დაუდგინდება. თუმცა, თუ ფორმის ჩაცმაზე უარი მიზანმიმართული ნაბიჯია, სკოლა მშობელთან აღმზრდელობით გასაუბრებებს წარმართავს. „იმ შემთხვევაში თუ მშობელი წარადგენს ცნობას იმის შესახებ, რომ მისი შვილისთვის შეუძლებელია ამ ფორმის ტარება… გავითვალისწინებთ და მას გარკვეული ე.წ. დრესკოდი დაუდგინდება… მაგრამ თუ ეს არის მიზანმიმართული ნაბიჯი, რომ… The post ,,სასკოლო ფორმის ჩაცმაზე მშობლის უარის შემთხვევაში, მასთან გასაუბრება იწარმოებს” – მინისტრი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →