სიახლე

,,აშშ კანადიდან იმპორტირებულ ავტომობილებზე, ფოლადსა და სხვა საქონელზე 50%-იან ტარიფებს დააწესებს” – ტრამპი

მედიაცენტრი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ორშაბათს გამოაცხადა, რომ აშშ კანადიდან იმპორტირებულ ავტომობილებზე, ფოლადსა და სხვა საქონელზე 50%-იან ტარიფებს დააწესებს. ეს გადაწყვეტილება ორ ქვეყანას შორის სავაჭრო მოლაპარაკებების ჩაშლას მოჰყვა. ტრამპმა Truth Social-ზე გამოქვეყნებულ პოსტში აღნიშნა, რომ ახალი ტარიფები ძალაში 2027 წლის 1-ელი იანვრიდან შევა. „აწარმოეთ პროდუქცია აშშ-ში და ნულოვანი ტარიფი გექნებათ. კანადას აღარ მოვეპყრობით ისე, როგორც ამერიკულ შტატს!“ – განაცხადა მან. გასულ თვეს ტრამპმა 20 მილიარდი დოლარის ღირებულების კანადურ საქონელზე 50-პროცენტიანი ტარიფები დააწესა, რომელზეც მოლაპარაკებების გაგრძელების პარალელურად 30-დღიანი საშეღავათო პერიოდი მოქმედებდა. The post ,,აშშ კანადიდან იმპორტირებულ ავტომობილებზე, ფოლადსა და სხვა საქონელზე 50%-იან ტარიფებს დააწესებს” – ტრამპი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი