თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო. ამის შესახებ ინფორმაციას MarneuliNews.ge ავრცელლებს.
მედიის ცნობით, შემთხვევა გუშინ მოხდა. გარდაცვლილი უმუდ სოფიევია, ის გარდაბანის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალარის მკვიდრი იყო.
თანასოფლელების ინფორმაციით, ახალგაზრდა თბილისის ზღვაზე თანატოლებთან ერთად საცურაოდ იმყოფებოდა.
მედია იუწყება, რომ საქმეზე მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.
The post თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო appeared first on .