სიახლე

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი სვანიძესტუდენტებს სტუდენტობას ულოცავს

რეგიონალური სიახლეები

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ყველა ახალგაზრდას,რომელმაც ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა, სტუდენტობასულოცავს, განსაკუთრებით კი ბოლნისელ ახალგაზრდებს.„სტუდენტობას გულითადად ვულოცავ ყველას, ვინც ერთიანი ეროვნული გამოცდებიწარმატებით ჩააბარა, განსაკუთრებით კი ჩვენს ბოლნისელ ახალგაზრდებს.თქვენი მონდომება და თავდადება დღეს ახალი შესაძლებლობებისკენ მიმავალ გზადიქცა. წინ გელოდებათ ცხოვრების ახალი, საინტერესო და მნიშვნელოვანი ეტაპი,რომელიც უამრავ გამოცდილებას, ცოდნასა და შესაძლებლობას მოგცემთ.ახალგაზრდობა ჩვენი ქვეყნის ყველაზე დიდი...

პირველწყარო →

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ყველა ახალგაზრდას,
რომელმაც ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა, სტუდენტობას
ულოცავს, განსაკუთრებით კი ბოლნისელ ახალგაზრდებს.
„სტუდენტობას გულითადად ვულოცავ ყველას, ვინც ერთიანი ეროვნული გამოცდები
წარმატებით ჩააბარა, განსაკუთრებით კი ჩვენს ბოლნისელ ახალგაზრდებს.
თქვენი მონდომება და თავდადება დღეს ახალი შესაძლებლობებისკენ მიმავალ გზად
იქცა. წინ გელოდებათ ცხოვრების ახალი, საინტერესო და მნიშვნელოვანი ეტაპი,
რომელიც უამრავ გამოცდილებას, ცოდნასა და შესაძლებლობას მოგცემთ.
ახალგაზრდობა ჩვენი ქვეყნის ყველაზე დიდი ძალა და მომავლის მთავარი საფუძველია.
მჯერა, რომ ბოლნისელი სტუდენტები საკუთარი ცოდნით, იდეებითა და ენერგიით
მნიშვნელოვან წვლილს შეიტანენ როგორც ჩვენი მუნიციპალიტეტის, ისე ქვეყნის
განვითარებაში.
ამ მნიშვნელოვან წარმატებას ვულოცავ თქვენს მშობლებსა და პედაგოგებსაც, რომელთა
მხარდაჭერასა და შრომას ამ გზაზე განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.
გისურვებთ წარმატებულ, ნაყოფიერ და საინტერესო სტუდენტურ წლებს. მუდამ
გეამაყებოდეთ თქვენი ბოლნისი და მჯერა, რომ თქვენი ცოდნით, შრომითა და
მიღწევებით ღირსეულად წარმოაჩენთ ჩვენს მუნიციპალიტეტს“, – წერს სოციალურ
ქსელში განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
გიორგი სვანიძე


მსგავსი