რუსეთში დრონების მწარმოებელი კომპანიის დირექტორი დააკავეს
რუსეთში დრონების სამეცნიერო-საწარმოო ცენტრის გენერალური დირექტორი დააკავეს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სასამართლომ მას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. დაკავებულს განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად მითვისებას ედავებიან. საწარმოს შექმნის შესახებ ხელისუფლებამ 2025 წელს განაცხადა. პროექტი ქვეყანაში ერთ-ერთი უმსხვილესი უნდა გამხდარიყო, რისთვისაც 1 მილიარდი რუბლი (მათ შორის 678.5 მილიონი ფედერალური ბიუჯეტიდან) გამოიყო. რუსეთში ბოლო კვირების განმავლობაში დრონების მწარმოებელი კომპანიების ხელმძღვანელთა დაკავების რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა. ივლისის ბოლოს თაღლითობის ბრალდებით დააპატიმრეს მილიარდერი, რომელიც უპილოტო ავიაციის მსხვილ პროექტს ხელმძღვანელობდა, ხოლო აგვისტოს დასაწყისში სასამართლომ კიდევ ერთი წამყვანი კომპანიის მოქმედი და ყოფილი დირექტორები პატიმრობაში დატოვა. The post რუსეთში დრონების მწარმოებელი კომპანიის დირექტორი დააკავეს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →