სიახლე

ევროპაში ზაფხულის რეკორდულ სიცხეებს 35 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

მედიაცენტრი

ევროპაში დაფიქსირებულ რეკორდულ სიცხეებს, წინასწარი მონაცემებით, 35 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. მხოლოდ სამ ქვეყანაში – გერმანიაში, საფრანგეთსა და ესპანეთში – მაღალი ტემპერატურის გამო გარდაცვლილთა რაოდენობა 25 000-ს აჭარბებს. ყველაზე მაღალი სიკვდილიანობა გერმანიაში დაფიქსირდა, სადაც აპრილიდან აგვისტოს დასაწყისამდე პერიოდში სიცხესთან დაკავშირებული დაახლოებით 14 000 გარდაცვალების შემთხვევა აღირიცხა. საფრანგეთში ივლისის ბოლოს მონაცემებით მსხვერპლთა რაოდენობამ 5 800-ს მიაღწია, ხოლო ესპანეთში მაისიდან დღემდე 4 900-ზე მეტი შემთხვევა დარეგისტრირდა. 2026 წლის მაისიდან დასავლეთ ევროპაში სიცხეებმა ასობით მეტეოროლოგიურ სადგურზე ისტორიული ტემპერატურული რეკორდები მოხსნა. ექსპერტების შეფასებით, აგვისტოს სრული მონაცემების დათვლის შემდეგ გარდაცვლილთა საბოლოო რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზრდება. The post ევროპაში ზაფხულის რეკორდულ სიცხეებს 35 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი