სააგენტო "პარალელი"
სს “თელასი”: 26-27 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება თბილისის რამდენიმე რაიონის კონკრეტულ უბნებში
ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანია სააქციო საზოგადოება „თელასის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით კონკრეტული სამუშაოების გამო:
26 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება
საბურთალოს რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამხედრო გზატკეცილის, სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), დიღმის სასწავლო მეურნეობის, დიდი დიღმის III, IV მიკრორაიონების, დემეტრე თავდადებულის, ჭანდრის, მეფე არჩილის, მეფე მირიანის და გიორგი გეხტმანის ქუჩების მოსახლეობას.
სამგორის რაიონი
ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 I, III, IIIა მიკრორაიონების, ვარკეთილი-2 III მიკრორაიონის, ვარკეთილის IV მიკრორაიონის, სამგორის დასახლების, ჯავახეთის, თაყაიშვილის, სუხიშვილის, დვალის, კუპრაძის, ნიკოლოზ ლანდიას, ლადო კოტეტიშვილის, ილია სუხიშვილის, საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა, ბარბარე მაჭავარიანი-წერეთლის და ვიქტორ კუპრაძის ქუჩების მოსახლეობას.
27 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება
ისნის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის და ბოგდან ხმელნიცკის ქუჩის მოსახლეობას.
ვაკის რაიონი
ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), კლდიაშვილის, ირაკლი აბაშიძის და ნინო რამიშვილის ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება
სს “თელასი”: 26-27 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება თბილისის რამდენიმე რაიონის კონკრეტულ უბნებში
პარალელი