სიახლე

რას უკავშირდება გზებზე ავარიების უმეტესობა

GuriaNews

შინაგან საქმეთა სამინისტრო 2026 წლის I ნახევრის (იანვარი-ივნისი) საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების ოფიციალურ სტატისტიკას აქვეყნებს. ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მეტი ავარია თბილისში (381 შემთხვევა, 39 დაღუპული, 482 დაშავებული) და აჭარაში (250 შემთხვევა, 17 დაღუპული, 442 დაშავებული) დარეგისტრირდა, ხოლო ყველაზე ცოტა — რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში (5 შემთხვევა). შსს-ს მონაცემებით, საქართველოში საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების გამომწვევ სავარაუდო მიზეზებს შორის პირველ ადგილზე […] The post რას უკავშირდება გზებზე ავარიების უმეტესობა appeared first on გურია ნიუსი.

პირველწყარო →

შინაგან საქმეთა სამინისტრო 2026 წლის I ნახევრის (იანვარი-ივნისი) საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების ოფიციალურ სტატისტიკას აქვეყნებს.

ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მეტი ავარია თბილისში (381 შემთხვევა, 39 დაღუპული, 482 დაშავებული) და აჭარაში (250 შემთხვევა, 17 დაღუპული, 442 დაშავებული) დარეგისტრირდა, ხოლო ყველაზე ცოტა — რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში (5 შემთხვევა).

შსს-ს მონაცემებით, საქართველოში საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების გამომწვევ სავარაუდო მიზეზებს შორის პირველ ადგილზე მოხვევის მანევრია, რამაც 295 შემთხვევა გამოიწვია (48 დაღუპული, 458 დაშავებული).

ხშირ სავარაუდო მიზეზებში ასევე შედის:

შემხვედრი მოძრაობის ზოლში გადასვლა ან გასწრების წესების დარღვევა: 255 შემთხვევა (34 დაღუპული, 551 დაშავებული);

მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება: 212 შემთხვევა (57 დაღუპული, 356 დაშავებული);

დისტანციის დაუცველობა: 210 შემთხვევა (25 დაღუპული, 347 დაშავებული);

ქვეითის მიერ გადასასვლელის არასათანადო სარგებლობა: 185 შემთხვევა (11 დაღუპული, 57 დაშავებული);

სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში: 88 შემთხვევა (18 დაღუპული, 129 დაშავებული).

მონაცემთა ჩამონათვალში ასევე ფიგურირებს საგზაო ნიშნის ან მონიშვნის დაუმორჩილებლობა (68 შემთხვევა), შეჯახება დაბრკოლებაზე (61), გზაჯვარედინის გავლის წესების დარღვევა (40) და მობრუნების მანევრი (35).

The post რას უკავშირდება გზებზე ავარიების უმეტესობა appeared first on გურია ნიუსი.


მსგავსი