საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-ივნისის პერიოდში გურიის რეგიონში სისხლის სამართლის კოდექსით რეგისტრირებული 26 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა დაფიქსირდა.
სტატისტიკური მონაცემების თანახმად, საანგარიშო პერიოდში გურიაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 51-მა მოქალაქემ სხეულის სხვადასხვა ხარისხის დაზიანება მიიღო.
ამავე მონაცემებით, 6 თვის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მეტი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა თბილისში (381) და აჭარაში (250) დარეგისტრირდა, ხოლო ყველაზე ცოტა — რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში (5).
The post რამდენი ადამიანი ემსხვერპლა ავარიებს გურიაში 6 თვეში – შსს-მ ახალი სტატისტიკა გამოაქვეყნა appeared first on გურია ნიუსი.