15 სექტემბრიდან N47 სკოლასა და კლასიკურ გიმნაზიაში სწავლა ჰიბრიდულად დაიწყება
განათლების სამინისტროს ცნობით, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გათვალისწინებით, თბილისის N47 საჯარო სკოლა და თბილისის კლასიკური გიმნაზია 15 სექტემბერს სასწავლო პროცესს ჰიბრიდულ ფორმატში დაიწყებენ. ახალი სასწავლო წლიდან თბილისის N47 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი: 09:00 საათზე დაიწყება I-VI კლასების მოსწავლეებისთვის; 12:00 საათზე დაიწყება VII-X კლასების მოსწავლეებისთვის; დისტანციურად დაიწყება XI-XII კლასების მოსწავლეებისთვის. თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში სასწავლო პროცესი: 10:00 საათზე დაიწყება V-IX კლასების მოსწავლეებისთვის; 14:00 საათზე დაიწყება I-IV კლასების მოსწავლეებისთვის; დისტანციურად დაიწყება X-XII კლასების მოსწავლეებისთვის. სამინისტროს ცნობით, ორივე სკოლაში სასწავლო პროცესის დაწყების დროები ისეა გადანაწილებული, რომ სკოლაში მოსწავლეთა ნაკადები ერთმანეთს არ დაემთხვეს და… The post 15 სექტემბრიდან N47 სკოლასა და კლასიკურ გიმნაზიაში სწავლა ჰიბრიდულად დაიწყება appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →