სიახლე
“თბილისში და შემოერთებულ ტერიტორიებზე გზები თოვლისგან იწმინდება”- მერია
მედიაცენტრი
თბილისში და შემოერთებულ ტერიტორიებზე გზების თოვლისგან გაწმენდა ინტენსიურად გრძელდება. ტექნიკური მარილით მუშავდება, როგორც ცენტრალური, ისე მეორეხარისხოვანი ქუჩები. ამის შესახებ ინფორმაციას მერია ავრცელებს. “უხვი ნალექის გამო დედაქალაქის მერიის შესაბამისი სამსახურები 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ. გზებზე არსებულ მდგომარეობას დღე-ღამის განმავლობაში მონიტორინგს უწევენ „თბილსერვის ჯგუფისა“ და რაიონული გამგეობების თანამშრომლები. საგზაო-სატრანსპორტო მოძრაობის შეფერხების შემთხვევაში, მოგვმართეთ „თბილსერვის ჯგუფის“ ცხელ ხაზზე – 2 61 90 50 ან თბილისის მერიის ცხელ ხაზზე”- ამბობენ უწყებაში. The post “თბილისში და შემოერთებულ ტერიტორიებზე გზები თოვლისგან იწმინდება”- მერია appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის.
გახსენი პირველწყარო.