სიახლე

პოლიციამ კახეთში 50 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება მცენარე ,,კანაფი“ ამოიღო

მედიაცენტრი

პოლიციამ კახეთში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანა-კულტივირების ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავა. სამართალდამცველებმა გურჯაანის მუნიციპალიტეტში, დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ეზოდან ნივთმტკიცებად ამოიღეს 50 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება მცენარე „კანაფი“. პოლიციის მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დამზადებისთვის საჭირო მასალები. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. The post პოლიციამ კახეთში 50 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება მცენარე ,,კანაფი“ ამოიღო appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი