სიახლე

ოზურგეთში ავარიისას დაღუპული, 16 წლის გოგოა

მედიაცენტრი

ოზურგეთის სოფელ წითელმთაში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 16 წლის გოგოს სიცოცხლე ემსხვერპლა. ავტომობილში მყოფი კიდევ ოთხი არასრულწლოვანი სხვადასხვა დაზიანებით საავადმყოფოშია გადაყვანილი. არსებული ინფორმაციით, გომისკენ მიმავალი მინივენი, რომელსაც არასრულწლოვანი მართავდა, წვიმიან გზაზე მოცურდა, ჯერ ბორდიურს, შემდეგ ჯებირს შეეჯახა და ადგილობრივი მცხოვრებლის ეზოში შევარდა. გავრცელებული ცნობით, დაღუპული 16 წლის მოზარდი თბილისში ცხოვრობდა და სოფელში სტუმრად იმყოფებოდა. მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. ოზურგეთში ავარიას მოზარდი ემსხვერპლა The post ოზურგეთში ავარიისას დაღუპული, 16 წლის გოგოა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი