მოლდოვის საჰაერო სივრცეში 5 რუსული დრონი შეიჭრა
27 აგვისტოს ღამეს, მოლდოვას საჰაერო სივრცეში ხუთი დრონი შეიჭრა. ამის შესახებ ინფორმაციას მოლდოვას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დრონები უკრაინაზე რუსეთის მორიგი საჰაერო თავდასხმის დროს შეიჭრნენ. უწყების განცხადებით, საჰაერო სივრცის უნებართვო დარღვევა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის შეტევას უკავშირდება. სამინისტროში აღნიშნავენ, რომ ეროვნული ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით საჰაერო სივრცის უწყვეტ მონიტორინგს აგრძელებს. მოლდოვის ოფიციალური პირები მსგავს ინციდენტებს რუსეთის მხრიდან მზარდ ზეწოლასა და უკრაინის თავდაცვით საჭიროებებს უკავშირებენ. პარლამენტის თავმჯდომარემ, იგორ გროსუმ განაცხადა, რომ დრონების ხშირი შეჭრა რუსეთის სახელმწიფო დუმის არჩევნების მოახლოებას უკავშირდება, ხოლო პრეზიდენტ მაია სანდუს შეფასებით, საჰაერო სივრცის დარღვევები… The post მოლდოვის საჰაერო სივრცეში 5 რუსული დრონი შეიჭრა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →