სიახლე

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში Ozon-ის საწყობებს შეუტიეს

მედიაცენტრი

27 აგვისტოს ღამეს, უკრაინულმა დრონებმა რუსეთის ქალაქებში, ორენბურგსა და უფაში მდებარე კომპანია Ozon-ის ლოჯისტიკურ საწყობებზე იერიში მიიტანეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. კომპანიის ცნობით, თავდასხმის გამო ობიექტებიდან თანამშრომლების ევაკუაცია განხორციელდა. წინასწარი მონაცემებით, ინციდენტების შედეგად არავინ დაშავებულა. ამ დროისთვის ორენბურგში მდებარე ობიექტმა მუშაობა უკვე განაახლა, ხოლო უფაში არსებული საწყობი იერიშის შედეგად დაზიანდა და დროებით დაკეტილია. ამასთან, უკრაინული Telegram-არხები იუწყებიან, რომ ხანძარი გაჩნდა ქალაქ ბლაგოვეშჩენსკში მდებარე Ozon-ის საწყობშიც, თუმცა აღნიშნული ინფორმაცია ოფიციალურად ჯერჯერობით დადასტურებული არ არის. The post უკრაინულმა დრონებმა რუსეთში Ozon-ის საწყობებს შეუტიეს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი