სიახლე
კობახიძე ნიკოლ ფაშინიანმა COP17-ის ლიდერთა სამიტზე მიიწვია
მედიაცენტრი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა COP17-ის ლიდერთა სამიტზე მიიწვია, რომელსაც ერევანი, გაეროს ბიომრავალფეროვნების კონვენციის მხარეთა მე-17 კონფერენციის ფარგლებში, ოქტომბერში უმასპინძლებს. ორი ქვეყნის მთავრობის მეთაურებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ირაკლი კობახიძემ ნიკოლ ფაშინიანს სამიტზე მიწვევისთვის მადლობა გადაუხადა. მხარეებმა ასევე ისაუბრეს ორი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორობაზე და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის განვითარების პოზიტიურ დინამიკაზე. The post კობახიძე ნიკოლ ფაშინიანმა COP17-ის ლიდერთა სამიტზე მიიწვია appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის.
გახსენი პირველწყარო.