სიახლე

მიხეილ ყაველაშვილმა, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით 226 პირი შეიწყალა

News.ge

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით 226 პირი შეიწყალა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. „შეწყალება შეეხო 217 საპატიმრო და 6 არასაპატიმრო სასჯელის მქონე პირს, ხოლო 3 პირს ნასამართლობა მოეხსნა. საქართველოს პრეზიდენტის მიერ მისთვის კონსტიტუციით ექსკლუზიური უფლებამოსილების გამოყენება ჰუმანიზმის პრინციპს და სახელმწიფო ინტერესს ეფუძნება“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

პირველწყარო →

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით 226 პირი შეიწყალა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

„შეწყალება შეეხო 217 საპატიმრო და 6 არასაპატიმრო სასჯელის მქონე პირს, ხოლო 3 პირს ნასამართლობა მოეხსნა.

საქართველოს პრეზიდენტის მიერ მისთვის კონსტიტუციით ექსკლუზიური უფლებამოსილების გამოყენება ჰუმანიზმის პრინციპს და სახელმწიფო ინტერესს ეფუძნება“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.


მსგავსი