სიახლე

,,აშშ ნატო-ს ერთგული რჩება” – აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილე

მედიაცენტრი

,,აშშ ნატო-ს ერთგული რჩება”, – ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილემ, ელბრიჯ კოლბიმ ბრიუსელში, ნატო-ს გენერალურ მდივანთან, მარკ რუტესთან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა. „ევროპამ გარკვეულ პროგრესს მიაღწია ტრადიციულ თავდაცვაზე პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღების თვალსაზრისით, თუმცა გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია. არის საკითხები, როგორიცაა ბაზებზე წვდომა და საჰაერო სივრცის გამოყენება. არის საკითხები, რომლებიც უნდა მოგვარდეს. რა თქმა უნდა, აშშ ნატო-ს ერთგული და ალიანსთან დაკავშირებული რჩება“, – განაცხადა კოლბიმ. ასევე, კოლბის განცხადებით, უკრაინის მხარდაჭერის თვალსაზრისით ევროპა ლიდერობს. ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ აღნიშნა, რომ აშშ-ის მიერ ევროპაში განლაგებული ამერიკული ძალების რაოდენობის გადახედვა მუდმივად ხდება.… The post ,,აშშ ნატო-ს ერთგული რჩება” – აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილე appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი