სიახლე

შეწყალებულთა შორისაა სიმონ მახარაძე

Alia

შეწყალებულთა შორისაა 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდადებული სიმონ მახარაძე. ინფორმაცის მახარაძის ოჯახის წევრი ავრცელებს. „ჩემი ბიძაშვილი შეიწყალეს, 4 ოქტომბრის თემაზე სიმონ მახარაძე თავისუფალია, ახლა დამირეკა სიმონმა..“ – წერს სოციალურ ქსელში დავით მახარაძე. სიმონ მახარაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა და სასჯელის სახით 1 წლით თავისუფლების აღკვეთა + 3 წლით პირობითი ჰქონდა მისჯილი. დღეს მიხეილ ყაველაშვილმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით […] The post შეწყალებულთა შორისაა სიმონ მახარაძე appeared first on .

პირველწყარო →

შეწყალებულთა შორისაა 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდადებული სიმონ მახარაძე. ინფორმაცის მახარაძის ოჯახის წევრი ავრცელებს.

„ჩემი ბიძაშვილი შეიწყალეს, 4 ოქტომბრის თემაზე სიმონ მახარაძე თავისუფალია, ახლა დამირეკა სიმონმა..“ – წერს სოციალურ ქსელში დავით მახარაძე.

სიმონ მახარაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა და სასჯელის სახით 1 წლით თავისუფლების აღკვეთა + 3 წლით პირობითი ჰქონდა მისჯილი.

დღეს მიხეილ ყაველაშვილმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით 226 პირი შეიწყალა.

ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეწყალება შეეხო 217 საპატიმრო და 6 არასაპატიმრო სასჯელის მქონე პირს, ხოლო 3 პირს ნასამართლობა მოეხსნა.

The post შეწყალებულთა შორისაა სიმონ მახარაძე appeared first on .


მსგავსი