ტრამპმა აშშ-ის ისტორიაში „უდიდეს“ პრეზიდენტად საკუთარი თავი გამოაცხადა
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ამერიკის პრეზიდენტების საკუთარი რეიტინგი გამოაქვეყნა, სადაც თავი აშშ-ის ისტორიაში ერთადერთ „უდიდეს“ პრეზიდენტად გამოაცხადა. ტრამპმა ლიდერები ექვს კატეგორიად დაყო. ყველაზე მაღალ, „უდიდესების“ კატეგორიაში მან მხოლოდ საკუთარი თავი შეიყვანა, ხოლო „დიდი“ პრეზიდენტების სიაში აბრაამ ლინკოლნი, ჯორჯ ვაშინგტონი, ფრანკლინ რუზველტი, ვუდრო უილსონი, თომას ჯეფერსონი და ენდრიუ ჯექსონი მოახვედრა. „თითქმის დიდ“ პრეზიდენტებად მან თეოდორ რუზველტი, გროვერ კლივლენდი, ჯონ ადამსი და ჯეიმს პოლკი მიიჩნია, ხოლო „საშუალო“ კატეგორიას ბილ კლინტონი, ჯეიმს მედისონი, უილიამ მაკკინლი, ჰერბერტ ჰუვერი და სხვა ყოფილი ლიდერები მიაკუთვნა. „საშუალოზე დაბალ“ პოზიციებზე ტრამპის სიაში ჯონ ტაილერი, კალვინ კულიჯი, მილარდ ფილმორი,… The post ტრამპმა აშშ-ის ისტორიაში „უდიდეს“ პრეზიდენტად საკუთარი თავი გამოაცხადა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →