სიახლე

,,ახლა ომს ვერ გავაჩერებთ, ეს არარეალისტურია” – ბუდანოვი

მედიაცენტრი

,,ახლა ომს ვერ გავაჩერებთ, ეს არარეალისტურია”, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა განაცხადა. „რუსეთს ამ მომენტისთვის არ სურს ომის გაჩერება გაყოფის ხაზზე, კატეგორიულად არ სურს. ახლა, ძირითადად, მოლაპარაკებები ტყვეების გაცვლით შემოიფარგლება. ვფიქრობ, ძალიან მალე ყველა დაინახავს მოლაპარაკებებს, მაგრამ ეს უფრო ტექნიკური მხარეა, რომელიც რამე უფრო დიდისთვის მომზადებას შეეხება. ახლა ვერ შევძლებთ ომის გაჩერებას, არა იმიტომ, რომ არ გვინდა, არამედ უბრალოდ იმიტომ, რომ ეს არარეალისტურია“, – განაცხადა ბუდანოვმა. კითხვაზე, იომებს თუ არა უკრაინა ზამთარში, ბუდანოვმა უპასუხა: „სამწუხაროდ, ვშიშობ, რომ კი!“. მან, ასევე ტყვეთა დიდი გაცვლა დააანონსა, რომელიც, მისი… The post ,,ახლა ომს ვერ გავაჩერებთ, ეს არარეალისტურია” – ბუდანოვი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი