სიახლე

ნეპალში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 500-ს გადააჭარბა

მედიაცენტრი

ნეპალისა და ჩინეთის საზღვარზე მომხდარი წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ, 547 ადამიანი შეადგინა. როგორც Reuters-ი წერს, ორივე ქვეყანაში 1000-ზე მეტი ადამიანი ჯერ კიდევ უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. სამძებრო სამაშველო ოპერაცია გრძელდება, თუმცა ერთ-ერთ რაიონში ახალი ღვარცოფის საფრთხე სტიქიის შედეგად წარმოქმნილმა ტბამ გააჩინა. სამუშაოები დროებით შეჩერებული იყო, თუმცა როცა საფრთხემ გადაიარა, მაშველებმა ოპერაციის გაგრძელება გადაწყვიტეს. ოთხშაბათს წყალდიდობამ, სოფლებსა და ხეობებში გადაინაცვლა და გაანადგურა ელექტროსადგურები, გზები და ხიდები მარშრუტზე, რომელიც ნეპალის დედაქალაქ კატმანდუს ტიბეტის ქალაქ ლჰასასთან აკავშირებს და პოპულარულია ტურისტებსა და მომლოცველებს შორის. დაკარგულთა შორის სულ მცირე 540 უცხოელია, რომელთა უმეტესობა ინდოელი ინდუისტი მომლოცველია.… The post ნეპალში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 500-ს გადააჭარბა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი