,,ბავშვებმა უნდა იცოდნენ, რატომ ვატარებთ სპეციალურ ოპერაციას“ – პუტინი
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა მოსკოვის პედაგოგიურ სახელმწიფო უნივერსიტეტში მასწავლებლებთან და სტუდენტებთან შეხვედრისას არქტიკაში არსებული „კვებითი ჯაჭვი“ უკრაინის წინააღმდეგ ომს შეადარა. როდესაც ერთ-ერთმა პედაგოგმა ჩრდილოეთ პოლუსზე ვიზიტი ახსენა, პუტინი ცელნამგალა ვეშაპებისა და თეთრი დათვების ურთიერთქმედებას შეეხო და აღნიშნა, რომ ეს მაგალითი ბავშვებს უნდა განემარტოთ. „იქ მახლობლად ცელნამგალა ვეშაპები ცხოვრობენ. ისინი მაგ დათვებს ჭამენ, როგორც არაფერი. უბრალოდ თავს ესხმიან ასეთი ხროვით – ბუმ! – და გლეჯენ. ეს ყველაფერი ძალიან საინტერესოა, ასეთი კვებითი ჯაჭვია. ამის შესახებაც უნდა ვეუბნებოდეთ ბავშვებს, რათა ესმოდეთ, როგორ სამყაროში ვცხოვრობთ და რატომ ვატარებთ სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“, – განაცხადა ვლადიმირ… The post ,,ბავშვებმა უნდა იცოდნენ, რატომ ვატარებთ სპეციალურ ოპერაციას“ – პუტინი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →