სიახლე

,,რუსეთი და ბელარუსი მოვლენების განვითარების ნებისმიერი სცენარისთვის ემზადებიან” – მიხაილ გალუზინი

მედიაცენტრი

რუსეთი და ბელარუსი მოვლენების განვითარების ნებისმიერი სცენარისთვის ემზადებიან, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მიხაილ გალუზინმა განაცხადა. მისი თქმით, ნატო-ს მხრიდან უსაფრთხოების შესუსტებისკენ მიმართული ჰიბრიდული მოქმედებებისა და ევროპაში მზარდი მილიტარიზაციის ფონზე, მოსკოვი ყველა რისკს ითვალისწინებს. გალუზინმა განსაკუთრებით გაამახვილა ყურადღება ლიეტუვაში, ბელარუსის საზღვართან გერმანიის ბუნდესვერის დანაყოფის განთავსებაზე და ეს ნაბიჯი პირდაპირი შეიარაღებული დაპირისპირებისთვის მზადებად შეაფასა. „ჩვენი უახლოესი მოკავშირის წინააღმდეგ მიმართული საფრთხეები რუსეთ-ბელარუსის კავშირის და უშუალოდ რუსეთის წინააღმდეგ მიმართულ გამოწვევად იქნება აღქმული. შეთანხმება ნებისმიერი საფრთხის შემთხვევაში ერთობლივი რეაგირების მკაფიო მექანიზმს ითვალისწინებს და რუსეთი ამით იხელმძღვანელებს“, – აღნიშნა გალუზინმა. The post ,,რუსეთი და ბელარუსი მოვლენების განვითარების ნებისმიერი სცენარისთვის ემზადებიან” – მიხაილ გალუზინი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი