სიახლე

ირაკლი ღარიბაშვილს შვილებთან შეხვედრა გაუუქმეს – ადვოკატი

მედიაცენტრი

ადვოკატ ლილი გელაშვილის განცხადებით, პატიმრობაში მყოფ ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს გასულ კვირას შვილებთან ჩანიშნული პაემანი გაუუქმეს. უფლებადამცველის თქმით, გადაწყვეტილების მიზეზი უცნობია. ადვოკატი აცხადებს, რომ ღარიბაშვილზე შესაძლოა ფსიქოლოგიური ზეწოლა ხორციელდებოდეს. მან ასევე ყურადღება გაამახვილა ყოფილი პრემიერის ოჯახის წევრების სამსახურებიდან გათავისუფლების ფაქტებზე და აღნიშნა, რომ ეს მოვლენები ერთმანეთთან არის დაკავშირებული. „მე მაშინ ვნახე ირაკლი და იყო ძალიან გაბრაზებული, შეიძლება ითქვას, გულნატკენიც იმიტომ, რომ მომზადებული იყო შვილებთან შესახვედრად“, – განაცხადა ლილი გელაშვილმა. უფლებადამცველის თქმით, იგი დღეს გეგმავს ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას და საჭიროების შემთხვევაში საზოგადოებას დამატებით ინფორმაციას მიაწვდის. The post ირაკლი ღარიბაშვილს შვილებთან შეხვედრა გაუუქმეს – ადვოკატი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი