ბიშკეკში ილჰამ ალიევისა და ნიკოლ ფაშინიანის შეხვედრა გაიმართა
აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის ფარგლებში ერთმანეთს შეხვდნენ. აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ლიდერებმა ხაზი გაუსვეს 2025 წლის 8 აგვისტოს ვაშინგტონის სამშვიდობო სამიტის ისტორიულ მნიშვნელობას და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის თანდასწრებით ხელმოწერილ ერთობლივ დეკლარაციას. შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მშვიდობისა და სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების დამყარების შესახებ შეთანხმებული ტექსტის პარაფირებას. მხარეებმა აღნიშნეს, რომ აზერბაიჯანული ნავთობპროდუქტების სომხეთში ექსპორტი, აზერბაიჯანის ტერიტორიის გავლით სომხეთში მარცვლეულისა და სხვა საქონლის ტრანზიტი, ასევე სავაჭრო ურთიერთობების დამყარება მშვიდობის პრაქტიკული გამოვლინებაა. გარდა ამისა, ლიდერებმა პროექტ „ტრამპის გზა… The post ბიშკეკში ილჰამ ალიევისა და ნიკოლ ფაშინიანის შეხვედრა გაიმართა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →