სიახლე

,,პუტინს ომის გაგრძელება სურს” – ზელენსკი

მედიაცენტრი

,,სამწუხაროდ, სადაზვერვო მონაცემები და რუსეთიდან სიგნალები მიუთითებს, რომ პუტინს ომის გაგრძელება სურს”, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საღამოს გავრცელებულ მიმართვაში განაცხადა. „აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლები, სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი ემზადებიან შეხვედრებისთვის და რუსულ მხარესთან შესაბამისი კომუნიკაციისთვის, ასევე უკრაინაში ვიზიტისთვის. აუცილებელია, რომ მოსკოვში, პუტინისგან შესაბამისი განწყობა იყოს – ომის დასრულების და არა ომის გაგრძელების. ვნახოთ, რას შეძლებენ აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლები. სექტემბერში ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს და ჩვენს პარტნიორებთან ერთად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ადამიანების სიცოცხლის დასაცავად და მშვიდობის მისაღწევად“, – განაცხადა ზელენსკიმ. The post ,,პუტინს ომის გაგრძელება სურს” – ზელენსკი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი