სააგენტო "პარალელი"
“რად უნდა ამდენი ბაიათი, ის ხომ უბრალოდ ნანია და მორჩა, გათავდა” – ზურაბ შევარდნაძე
სოციალურ ქსელში ხელოვნური ინტელექტით შექმნილი ვიდეო გავრცელდა, სადაც ერთგვარად ნეგატიურ ფონზეა ნაჩვენები ქართველი პოლულარული მომღერალი ნანი ბრეგვაძე, რუსულ ენაზე შესრულებული სიმღერით. აღნიშნულთან დაკავშირებით ემოციურ შეფასებებს აკეთებს ბოტანიკოსი, მებაღე, “გარდენია შევარდნაძის” დამფუძნებელი და მფლობელი, ზურაბ შევარდნაძე:
“იმის მაგივრად შვილებს ვაჩვენებდეთ, შეხედე რა ნიჭიერია, როგორ მღერის, როგორ აცვია, როგორ უჭირავს თავი ამ ასაკშიც, როგორ უყვარს თავისი ქვეყანა, როგორ საუბრობს ყველაზე სიყვარულით, როგორი გემოვნებიანი სახლი აქვს, როგორ შეუძლია იყოს თავმდაბალი ყველასთან, როგორი მზრუნველია თავისი ოჯახის წევრების და ყველას მიმართ…
ან რად უნდა ამდენი ბაიათი, ის ხომ უბრალოდ ნანია და მორჩა, გათავდა.
ან ასეთი დურაქი რაფერ უნდა იყო თუნდაც იმას ვერ მიხვდე შენთვის რა ჯობია და ვის მიადგე შენი უგემოვნობით. საბჭოთა კავშირში ვიცხოვრეთ და აბა ფრანგულდ ხომ არ იმღერებდა?! აფერი თქვენ არ გიშველით!!!“, – წერს ზურაბ შევარდნაძე.
“რად უნდა ამდენი ბაიათი, ის ხომ უბრალოდ ნანია და მორჩა, გათავდა” – ზურაბ შევარდნაძე
პარალელი