დაურ ბუავას გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ საბა ბოჭორიშვილსა და გივი გუდაძეს პატიმრობა შეეფარდათ
აფხაზი ბლოგერის, დაურ ბუავას გარდაცვალების საქმეზე ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულ საბა ბოჭორიშვილსა და გივი გუდაძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლე დავით კურტანიძემ სრულად დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა. მანამდე, ამავე საქმეზე განსაცდელში მიტოვების ბრალდებით დაკავებულ უკრაინის მოქალაქეს, ვალერია კირლიუკსაც პატიმრობა შეეფარდა. სასამართლო პროცესზე გაირკვა, რომ ორივე ბრალდებული პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფება. გამოძიების ინფორმაციით, დაურ ბუავამ და ვალერია კირლიუკმა სწორედ გივი გუდაძის მიერ გადაცემული ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“ მოიხმარეს. გუდაძის სახლის ჩხრეკისას სამართალდამცავებმა სარეალიზაციოდ დაფასოებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით (6,27 გრამი) „მეთადონი“ ამოიღეს, ხოლო ბოჭორიშვილისგან – 0,24 გრამი მარიხუანა. პროკურორ დავით ყაზარაშვილის… The post დაურ ბუავას გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ საბა ბოჭორიშვილსა და გივი გუდაძეს პატიმრობა შეეფარდათ appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →