სიახლე

,,რუსებისთვის გერმანიაში შესვლის კონტროლი გამკაცრდება და გაიზრდება სასანქციო სია” – ვადეფული

მედიაცენტრი

,,ბონში რუსეთის გენერალური საკონსულო დაიხურება, ბერლინში ,,რუსული სახლი”, რუსებისთვის გერმანიაში შესვლის კონტროლი გამკაცრდება”, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეფულმა შინაგან საქმეთა მინისტრ, ალექსანდრ დობრინდტთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, ლაიფციგის აეროპორტში რუსული ჰიბრიდული თავდასხმის შედეგად მოსკოვთან ურთიერთობები ,,კიდევ უფრო უარესდება”. შესაბამისად, გერმანია, ევროკავშირისა და ნატო-ს პარტნიორებთან კოორდინაციაში რუსეთის წინააღმდეგ ზომებს მიიღებს. როგორც მან აღნიშნა, სასანქციო სიებს ახალი ხალხი დაემატება. ასევე, რუსებისთვის გამკაცრდება ქვეყანაში შესვლის კონტროლი და ბერლინი დამატებით ზეწოლას განახორციელებს რუსეთის ,,ჩრდილოვან ფლოტზე”. ასევე, დაბარებული იქნება რუსეთის ელჩი. The post ,,რუსებისთვის გერმანიაში შესვლის კონტროლი გამკაცრდება და გაიზრდება სასანქციო სია” – ვადეფული appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი