სიახლე

აშშ-მა ირანულ ობიექტებზე ახალი საჰაერო დარტყმები განახორციელა

მედიაცენტრი

აშშ-მა სამშაბათს ირანულ ობიექტებზე ახალი საჰაერო დარტყმები განახორციელა. „დღეს, ადგილობრივი დროით 12:00 საათზე, ამერიკულმა ძალებმა ირანში „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ ობიექტებზე დარტყმები დაიწყეს. ეს იერიშები პასუხია „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ ბოლოდროინდელ მცდელობებზე, თავს დასხმოდა კომერციულ გემებს ჰორმუზის სრუტეში და რეგიონში დისლოცირებულ ამერიკელ სამხედროებს“, – ნათქვამია აშშ-ის ცენტრალური სარდლობის (CENTCOM) განცხადებაში. ირანის სახელმწიფო მაუწყებლის ცნობით, აფეთქებების ხმა ისმოდა კუნძულ ქეშმზე, რომელიც სრუტის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს. აფეთქებები, ასევე დაფიქსირდა საპორტო ქალაქ ბანდარ-აბასსა და სამხრეთ სანაპიროზე მდებარე ჩაბაჰარის პორტში. The post აშშ-მა ირანულ ობიექტებზე ახალი საჰაერო დარტყმები განახორციელა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი