სააგენტო "პარალელი"
“ისლანდიის რეფერენდუმთან დაკავშირებით იდიოტებისა და ღია მოღალატეების ყიჟინაზე – “ისლანდიას მივბაძოოოთ” – გამახსენდა” – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე
ისლანდიის პარლამენტის შენობის წინ ქვაზე გაკეთებულ წარწერაზე მიუთითებს “ოპოზიციის ალიანსის” ერთერთი ლიდერი, “გირჩი – მეტი თავისუფლების” თავმჯდომარე ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, კონკრეტული პირების საყურადღებოდ:
“ესაა ისლანდიის პარლამენტის შენობა.
შენობის წინ რომ ქვა დევს, მასზე შემდეგი წარწერაა: “Þegar stjórnvöld brjóta á rétti fólks verður uppreisn skylda” (“როდესაც მთავრობა არღვევს ადამიანის უფლებებს, აჯანყება ხდება ხალხის წმინდა მოვალეობა”).
ისლანდიის რეფერენდუმთან დაკავშირებით იდიოტებისა და ღია მოღალატეების ყიჟინაზე – “ისლანდიას მივბაძოოოთ” – გამახსენდა“, – წერს ზურაბ გირჩი ჯაფარიძე სოციალურ ქსელში.
ინფორმაციისთვის: 2026 წლის 29 აგვისტოს ისლანდიაში გამართულ რეფერენდუმზე მოსახლეობის უმრავლესობამ უარი თქვა ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების განახლებაზე, რასაც გარკვეული პირებისგან შეთავაზება მოჰყვა – “მივბაძოთ ისლანდიას”.
“ისლანდიის რეფერენდუმთან დაკავშირებით იდიოტებისა და ღია მოღალატეების ყიჟინაზე – “ისლანდიას მივბაძოოოთ” – გამახსენდა” – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე
პარალელი