სიახლე

სახალხო დამცველი დღეს ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდება

მედიაცენტრი

დღეს, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, საქართველოს სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდება. ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ ლევან იოსელიანი მედიასთან კომენტარს გააკეთებს. შეგახსენებთ, ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატმა ლილი გელაშვილმა რამდენიმე დღის წინ სახალხო დამცველს მოუწოდა, შევიდეს ირაკლი ღარიბაშვილთან. ადვოკატის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილის უფლებები ირღვევა, რაც სახალხო დამცველის მიერ უნდა გადამოწმდეს. „26 აგვისტოს ჩანიშნული იყო ხანგრძლივი პაემანი. მას უნდა ენახა თავისი შვილები, რომლებიც სამი თვის განმავლობაში არ უნახავს და ეს პაემანი გაუუქმეს. ჩანიშნული პაემნის გაუქმება როგორ არის სიცრუე, ეს არ არის რთული გადასამოწმებელი”, – განაცხადა ადვოკატმა. The post სახალხო დამცველი დღეს ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდება appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი