სიახლე

ირანი აცხადებს, რომ იორდანიაში, ერაყსა და ბაჰრეინში აშშ-ის სამხედრო ბაზებზე იერიში მიიტანა

მედიაცენტრი

ირანის ხელისუფლების განცხადებით, იორდანიასა და ერაყში აშშ-ის ობიექტებზე იერიში მიიტანეს. ამასთან, ირანულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ირანი ასევე თავს დაესხა ბაჰრეინს. ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა, რომ იორდანიაში ბევრი ამერიკელი სამხედრო დაიღუპა, თუმცა ორმა ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა Reuters-ს განუცხადა, რომ წინასწარი შეფასებით, ირანის თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია. ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მისმა სახმელეთო ძალებმა ერბილში, ჩრდილოეთ ერაყში, მდებარე აშშ-ის ბაზებს დრონებითა და რაკეტებით შეუტია, რის შედეგადაც რამდენიმე ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. ინფორმაციას თავდასხმის შესახებ არც ერაყს და არც აშშ-ს არ დაუდასტურებია. შეგახსენებთ, მანამდე ცნობილი გახდა, რომ აშშ-მა ირანის… The post ირანი აცხადებს, რომ იორდანიაში, ერაყსა და ბაჰრეინში აშშ-ის სამხედრო ბაზებზე იერიში მიიტანა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი