სიახლე

აზერბაიჯანში, საბრძოლო მასალის საწყობში აფეთქება მოხდა

მედიაცენტრი

აზერბაიჯანში, გორანბოის რაიონის სოფელ ნიზამის მახლობლად მდებარე საბრძოლო მასალის საწყობში აფეთქება მოხდა და ხანძარი გაჩნდა. ქვეყნის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს და შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივი განცხადების თანახმად, ინციდენტისთანავე, საგანგებო სიტუაციების სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროს შესაბამისმა ძალებმა, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და გორანბოის რაიონის აღმასრულებელ ხელისუფლებასთან თანამშრომლობით, საჭირო ზომების გატარება დაიწყეს. „სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. უსაფრთხოების ზომების ფარგლებში, მიმდებარე ტერიტორიების მაცხოვრებლები ევაკუირებულები არიან. არავინ დაშავებულა“, – ნათქვამია უწყებების ერთობლივ განცხადებაში. The post აზერბაიჯანში, საბრძოლო მასალის საწყობში აფეთქება მოხდა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი