სიახლე

ზელენსკის განცხადების მერე, თურქულმა ავიაკომპანიამ მოსკოვის მიმართულებით ფრენები გააუქმა

ტვ ოდიში

ზელენსკის გაფრთხილების შემდეგ თურქულმა ავიაკომპანიამ მოსკოვის მიმართულებით ფრენები გააუქმა – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს და წერს, რომ თურქულმა ავიაკომპანია “პეგასუსმა” ბოდრუმიდან მოსკოვის მიმართულებით 2 სექტემბრის რეისი გააუქმა. ავიაკომპანიამ მგზავრებს განუცხადა, რომ რეისი „საჰაერო სივრცეში არსებული ვითარების“ გამო გაუქმდა. “არ ვიცით, რას უნდა ველოდოთ. თურქული მხარე რეისების შესრულებას კრძალავს“ – განაცხადეს ავიაკომპანიაში. მათივე ცნობით, მოსკოვის ვნუკოვოს […] The post ზელენსკის განცხადების მერე, თურქულმა ავიაკომპანიამ მოსკოვის მიმართულებით ფრენები გააუქმა appeared first on ODISHINEWS.

პირველწყარო →

ზელენსკის გაფრთხილების შემდეგ თურქულმა ავიაკომპანიამ მოსკოვის მიმართულებით ფრენები გააუქმა – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს და წერს, რომ თურქულმა ავიაკომპანია “პეგასუსმა” ბოდრუმიდან მოსკოვის მიმართულებით 2 სექტემბრის რეისი გააუქმა. ავიაკომპანიამ მგზავრებს განუცხადა, რომ რეისი „საჰაერო სივრცეში არსებული ვითარების“ გამო გაუქმდა.
“არ ვიცით, რას უნდა ველოდოთ. თურქული მხარე რეისების შესრულებას კრძალავს“ – განაცხადეს ავიაკომპანიაში.
მათივე ცნობით, მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტის საინფორმაციო ტაბლოზე “პეგასუსის” კიდევ ორი რეისია გაუქმებული – სტამბოლის და დალამანის მიმართულებით. გამოცემა წერს, რომ ღამისა და დილის განმავლობაში გაუქმდა „თურქიშ ეარლაინსის“, სულ მცირე, ორი რეისი სტამბოლის მიმართულებით, ავიაკომპანია „ნესმა ეარლაინსის“ ერთი რეისი შარმ-ელ-შეიხის მიმართულებით და „შირაკ ავიას“ – ერევნის მიმართულებით.
“მოვისმინეთ აღნიშნული განცხადება. დაველოდებით საერთაშორისო რეაქციას და სხვა დიდი ავიაკომპანიების გადაწყვეტილებას, როგორიც არის Turkish Airlines, Emirates, და შემდეგ ვისმჯელებთ” – უთხრეს მთავარს Georgian Ariways-ში.

The post ზელენსკის განცხადების მერე, თურქულმა ავიაკომპანიამ მოსკოვის მიმართულებით ფრენები გააუქმა appeared first on ODISHINEWS.


მსგავსი