სიახლე

,,ღარიბაშვილს საპატიმრო პირობებზე პრეტენზია არ გამოუთქვამს” – იოსელიანი

მედიაცენტრი

საქართველოს სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მოინახულა. ომბუდსმენის თქმით, შეხვედრა ექსპრემიერისთვის გრძელვადიანი, წამახალისებელი პაემნის გაუქმების საკითხს ეხებოდა, ხოლო საპატიმრო პირობებსა თუ უსაფრთხოებაზე ღარიბაშვილს უკმაყოფილება არ გამოუთქვამს. „მოვინახულე მის საცხოვრებელ საკანში. ვესაუბრე ყველა საკითხზე, რაც შეიძლება პატიმარს აწუხებდეს. ბუნებრივია, იმ საკითხზეც, რაზეც ვიყავი შესული: გაუქმებულ პაემანთან დაკავშირებით. ეს პაემანი იყო წამახალისებელი ხასიათის და ბატონი ირაკლის განცხადებით, ეს შეხვედრა გაუქმდა“, – განაცხადა სახალხო დამცველმა. იოსელიანის განმარტებით, ციხის ადმინისტრაციამ პაემნის გაუქმების მიზეზად მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასახელა. „შეხვედრა გაუქმდა ინფრასტრუქტურულ საკითხთან დაკავშირებით – რემონტი მიმდინარეობდა კონკრეტულ პერიოდში და ამიტომ… The post ,,ღარიბაშვილს საპატიმრო პირობებზე პრეტენზია არ გამოუთქვამს” – იოსელიანი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი